სააკაშვილი: „ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით!“
Bloomberg: აშშ-მა წვრთნების დროს პირველად უკრაინული Magura საზღვაო დრონები გამოიყენა
რუბიო: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჰორმუზის სრუტეში გადასახადი დააწესოს
სადისტრიბუციო მანქანებს ღამით BUS LANE-ით სარგებლობის უფლება ექნებათ
პარლამენტმა მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები მნიშვნელოვნად შეამცირა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ახალი ჯარიმები დაამტკიცა
ფოთის ახალი პორტის პროექტში აშშ დამატებით 25 მილიონ დოლარს აბანდებს
Oil depot on fire in Krasnodar region following drone attack

Bloomberg: აშშ-მა წვრთნების დროს პირველად უკრაინული Magura საზღვაო დრონები გამოიყენა

25.06.2026 ნახვები: 213

აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებმა სამხედრო წვრთნების ფარგლებში პირველად გამოიყენეს უკრაინული წარმოების Magura-ს ტიპის საზღვაო დრონები. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამოცდა ფილიპინებში ჩატარდა, სადაც უპილოტო საზღვაო აპარატმა მწყობრიდან გამოსულ გემს დაარტყა და ჩაძირა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები საზღვაო დრონებს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში დიდი სამხედრო გემების წინააღმდეგ საბრძოლველად შედარებით იაფი და ეფექტიანი საშუალებების შესამუშავებლად სწავლობენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს გამოცდილება შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ტაივანთან დაკავშირებული პოტენციური კრიზისის შემთხვევაშიც.

Magura-ს ტიპის დრონების მიმართ ინტერესს ზრდის მათი წარმატებული გამოყენება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დროს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა