გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათი
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
ვენესუელაში ერთ წუთზე ნაკლებ დროში ორი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. BBC-ის ინფორმაციით, პირველი ბიძგის სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდა იყო, ხოლო 39 წამის შემდეგ რეგიონში 7.5 მაგნიტუდის კიდევ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი მიწისძვრის ეპიცენტრი იარაკუის შტატში, ქალაქ სან-ფელიპესთან მდებარეობდა.
ამ დროისთვის მსხვერპლისა და მატერიალური ზარალის ზუსტი მასშტაბი უცნობია, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ მძიმე შედეგებს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, მიწისძვრებს შესაძლოა მნიშვნელოვანი მსხვერპლი და ფართომასშტაბიანი ნგრევა მოჰყოლოდა.
მედიის ცნობით, ძლიერი რყევები იგრძნობოდა დედაქალაქ კარაკასშიც, სადაც შენობების ჩამონგრევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ადგილობრივი წყაროების თანახმად, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები მაშველების დახმარებას ელოდებიან.
მომხდარის შემდეგ ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას სახლების დატოვებისა და უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათი
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ