ზელენსკი: ვანადგურებთ ყველაფერს, რაც რუსეთის ომს შესაძლებელს ხდის
25.06.2026
ნახვები: 291
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დარტყმებს როგორც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო და ლოჯისტიკურ ობიექტებზე.
„ამჟამად ჩვენი სამხედროები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თავად რუსეთში ანადგურებენ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს რუსეთის ომს, რაც ამ ომს და რუსეთის აგრესიას შესაძლებელს ხდის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ უფრო რთულ მდგომარეობაშია, ხოლო ოკუპანტები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმთან დაკავშირებული ოპერაციები წინასწარ განსაზღვრული გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და პარტნიორებთან კოორდინაციით ისეთი პირობების შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც რუსეთს მშვიდობის არჩევას აიძულებს.
„არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორია ომის გახანგრძლივებისა და დაუსრულებელი ოკუპაციის იარაღად გამოიყენოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.