კარაფანო: აშშ არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის პრობლემების გადაწყვეტას არ აპირებს
კარაფანო: აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას მზადაა, თუმცა ურთიერთობების გაღრმავებისთვის კონკრეტულ შედეგებს ელოდება
ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება, თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა თითოეულ მათგანს
53 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობისთვის 17 პირი დააკავეს, მიმალვაშია 3, დაკავების გარეშე კი ბრალდება წარედგინა 11 ადამიანს
სასამართლომ დამნაშავედ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 13 პირი ცნო, თუმცა 12-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - აღნიშნულზე უარი თქვა მანუჩარ მიქელაძემ, რომელსაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გიორგი გვარაკიძე - 2025 წელს, განრიდება ძირითადად გამოყენებულია ქურდობის ჩამდენი 377 არასრულწლოვანის მიმართ
უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განხილვა შეაფერხა
The Financial Times - ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ აღფრთოვანებულია უკრაინის სამხედრო წარმატებებით

სასამართლომ დამნაშავედ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 13 პირი ცნო, თუმცა 12-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - აღნიშნულზე უარი თქვა მანუჩარ მიქელაძემ, რომელსაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24.06.2026 ნახვები: 210

ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი - კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, 12-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო ერთმა პირმა, მანუჩარ მიქელაძემ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა, ამიტომ მას თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება დანარჩენ 12 პირს, მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების პირობები ასეთია: 1 წელი რეალური და 3 წელი პირობითი სასჯელი. განსხვავებული პირობით დაუმტკიცდა საპროცესო შეთანხმება ერთადერთ ბრალდებულს - საბა კორძაიას, ის სხვა საქმეზე მსჯავრდებულია, სადაც 1,6 წლით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი. სწორედ ამ ვადით განესაზღვრა მას აღნიშნულ საქმეზე რეალური სასჯელი და 3 წლით პირობითი მსჯავრი.

ბრალდებულებს სასჯელის მოხდის ვადა დაკავების დღიდან დაეწყოთ, შესაბამისად, საბა კორძაიასა და მანუჩარ მიქელაძის გარდა, 11 ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებას 4 თვეში დატოვებს.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას გიორგი კირვალიძემ განაცხადა, რომ აღარ სურდა საპროცესო შეთანხმება, თუმცა, მას დოკუმენტზე უკვე ხელი მოწერილი ჰქონდა.

აღნიშნული ეპიზოდი ერთადერთია, სადაც დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება სხვა მსჯავრდებულებისგან განსხვავებული პირობებით დაუმტკიცდათ, ვინაიდან პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული დაკავებულების ქმედებების შედეგად, კონკრეტული პირები, მათ შორის, პოლიციელები დაშავდნენ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 13 პირს - კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა