საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ესმაილ ბაღაის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სპეკულაციაა და თეირანს შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, კატარი და პაკისტანი აქტიურები არიან, როგორც შუამავლები, მაგრამ აშშ-ის ქმედებები გავლენას ახდენს დიპლომატიურ პროცესზე.
„თავიდანვე ჩვენთვის მოლაპარაკებების სტატუსი ნათელი იყო და ტექსტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებული იყო. თუმცა, ამერიკელები პოზიციებს ცვლიდნენ“, - განაცხადა ბაღაიმ.
მისი თქმით, ირანმა „დაამტკიცა, რომ არ მიდის კომპრომისზე იმ საკითხებზე, რაც წითელ ხაზებად განსაზღვრა“.
„ირანს, ჯერჯერობით, არანაირ შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია“, - აღნიშნა ბაღაიმ.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ