ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

11.06.2026 ნახვები: 384

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფორმულასთან“ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს.

„მე ვფიქრობ, რომ პარტიას ჰყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე, ჩემზე ჭკვიანი, პოლიტიკურად ჩემზე გამოცდილი, ჩემზე ლამაზი და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ თინა ძალიან სწორი კანდიდატია, უბრალოდ, აქ არის საუბარი იმაზე, ვის, რა როლი ექნება. თინა ძალიან კარგად წარმოადგენს პარტიას საგარეო ველზე, ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება არის მეორე - მაშინ, როდესაც ლევან ხაბეიშვილი ციხეშია, ეს ძალიან მტკივნეულია პარტიისთვის და ეს პარტიას ძალიან დაეტყო, მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი და როგორ იქნება პარტიის წარმომადგენელი.

მე ჩემ თავს ვხედავ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებ პარტიის რეორგანიზაციას, პარტიის თავიდან შექმნას.

[მიხეილ სააკაშვილისგან პარტიის თავმჯდომარეობაზე შემოთავაზება] იყო, ეს ეტაპი უკვე გავიარეთ და ამაზე, რა თქმა უნდა უარი ვთქვი“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება დააანონსა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს ენმ-ის „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც უნდა იყოს არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება.

სააკაშვილის განმარტებით, ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება სჭირდება, რისთვისაც ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს მისი სრული მანდატი და ნდობა აქვს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა