ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები

11.06.2026 ნახვები: 297

ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურსა და ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონულმა ხელმძღვანელმა მაქსიმილიან თრქულიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საიდუმლო სამსახური ასრულებს კრიტიკული მნიშვნელობის როლს აშშ-ის ფინანსური სისტემის სტაბილურობის და სანდოობის დაცვაში ისეთი დანაშაულების გამოძიებით და პრევენციით, როგორიცაა გაყალბება, ფინანსური თაღლითობა და კიბერსაშუალებების მეშვეობით ჩადენილი ფინანსური დანაშაულები.

„აშშ-ის საიდუმლო სამსახური ცნობილია აშშ პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის დაცვით, მაგრამ ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია ორმაგი მისია - ვფოკუსირდებით როგორც დაცვაზე, ისე გამოძიებაზე. ბევრმა არ იცის, რომ საიდუმლო სამსახური ასრულებს კრიტიკული მნიშვნელობის როლს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური სისტემის სტაბილურობის და სანდოობის დაცვაში ისეთი დანაშაულების გამოძიებით და პრევენციით, როგორიცაა გაყალბება, ფინანსური თაღლითობა და კიბერსაშუალებების მეშვეობით ჩადენილი ფინანსური დანაშაულები და დღეს აქ ზუსტად ამის გამო ვიმყოფები.

დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში დამნაშავეები უწყვეტად იღებენ მიზანში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ დაზარალებულებს, რითაც თავიანთ დანაშაულებს გლობალურ საფრთხედ აქცევენ. ამ ორგანიზაციების გამოვლენის, მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და დაშლისთვის საჭიროა საერთაშორისო პარტნიორი სამართალდამცავი ორგანოების მულტინაციონალური ძალისხმევა. ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურსა და ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები. უღრმეს მადლობას ვუხდით ამ პროცესში ჩართულ ყველა პირს თავიანთი საქმიანობის გამო. დასკვნის სახით, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღევანდელი პრეს-კონფერენციის მასპინძლობისთვის და ველით პარტნიორობის გაგრძელებას მომავალში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონულმა ხელმძღვანელმა აგენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა