დავით ნარმანია - ტარიფის მატება უპირველესად, სოციალურად დაუცველებს აწვებათ
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინება
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,180 over past day
Trump suggests peace talks could yield results within weeks
Zelensky acknowledges major differences with Russia over Donbas
Trump says he is ready to visit Ukraine to help secure peace deal
რომან გოცირიძე - ეყოფა თუ არა პუტინს ფული ომის გასაგრძრლებლად?!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

დავით ნარმანია - ტარიფის მატება უპირველესად, სოციალურად დაუცველებს აწვებათ

29.12.2025 ნახვები: 171

ტარიფის გაანგარიშების დროს მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ცხოვრების დონეს საარსებო მინიმუმს და სხვადასხვა სოციალური პარამეტრის გათვალისწინებას - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს, ელექტროენერგიის ტარიფზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის სოციალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და არა სატარიფო.

„ტარიფის გაანგარიშების დროს მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ცხოვრების დონეს, საარსებო მინიმუმს და სხვადასხვა სოციალური პარამეტრის გათვალისწინებას. ეს არის მთავრობის პრეროგატივა და იცით, რომ მთავრობა 2015 წლიდან მოყოლებული ტარიფის ყოველ ნაზარდს უსუფსიდირებს იმ მოსახლეობას, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია. შესაბამისად, ეს არის სოციალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და არა სატარიფო“, - განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, „ვინც არ არის სოციალურად დაუცველი, მას არ დააწვება ტარიფის მატება?“ ნარმანიამ უპასუხა, რომ ტარიფის მატება პირველ რიგში სოციალურად დაუცველებს აწვებათ.

რაც შეეხება სხვა კატეგორიის მომხმარებლებს, ნარმანიას თქმით, როცა ტარიფი იზრდება, ყველას ეზრდება კომუნალური ხარჯი, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2 წლის წინ 3 თეთრით ტარიფები შემცირდა და მომხმარებლებს ამ პერიოდში მდგომარეობა გაუუმჯობესდათ.

„ტარიფის მატება პირველ რიგში აწვებათ სოციალურად დაუცველებს და სწორედ ამიტომ არის შესაბამისი სუბსიდირების პოლიტიკა გათვალისწინებული. რაც შეეხება სხვა კატეგორიის მომხმარებლებს, როცა ტარიფი იზრდება, რა თქმა უნდა, ყველას ეზრდება კომუნალური ხარჯი, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2 წლის წინ ჩვენ 3 თეთრით ტარიფები შევამცირეთ და მომხმარებლებს ამ პერიოდში მდგომარეობა გაუუმჯობესდა“, - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული ცვლილებები სამი თვით გადავადდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე გამოაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა