ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინება
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,180 over past day
Trump suggests peace talks could yield results within weeks
Zelensky acknowledges major differences with Russia over Donbas
Trump says he is ready to visit Ukraine to help secure peace deal
რომან გოცირიძე - ეყოფა თუ არა პუტინს ფული ომის გასაგრძრლებლად?!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
წალენჯიხაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს

29.12.2025 ნახვები: 202

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 2004 წელს დაბადებული ზ.პ დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი ნ.ღ. თბილისში, ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს, სადაც ორივე მათგანმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალის გამოყენებით, სექსუალურად რამდენჯერმე იძალადა.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა