„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
გრიგოლ ლულიაშვილი დააკავეს
NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
Defense Forces do not confirm Russian control over hill in Sumy region
Zelensky: about 1,100 Russian troops in Pokrovsk, Ukrainian forces hold defense

გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

23.12.2025 ნახვები: 211

როცა დამიბარეს, მოვედი, არ ვიცი არაფერი, ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილმა უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში განუცხადა, სადაც ის გამოკითხვაზე იმყოფება.

„როცა დამიბარეს, მოვედი, არ ვიცი არაფერი. ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით, მართლა არ ვიცი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, პირველად აძლევს თუ არა ის ჩვენებას, მან დადებითი პასუხი გასცა. „არ ვიცი რა საქმეა, ჩვენება არ მიმიცია... პირველად ვარ, ხომ გაიგებდით, როგორც დღეს გაიგეთ, ისე გაიგებდით“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის წაყენებას, ლილუაშვილმა ასე უპასუხა:

„ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს გამოვრიცხავ“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა