გრიგოლ ლულიაშვილი დააკავეს
NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
Defense Forces do not confirm Russian control over hill in Sumy region
Zelensky: about 1,100 Russian troops in Pokrovsk, Ukrainian forces hold defense
ირაკლი კობახიძე - სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, არავის ციხეში ყოფნა ჩვენ არ გვიხარია,

ირაკლი კობახიძე - სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, არავის ციხეში ყოფნა ჩვენ არ გვიხარია,

23.12.2025 ნახვები: 182

ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანდოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ შეწყალების გეგმებთან დაკავშირებილ კითხვაზე აღნიშნა, აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ასეთი გეგმა არ გვაქვს. მინდა გავიხსენო, რომ 2023 წელს, როდესაც იყო მასშტაბური ძალადობის ერთი შემთხვევა, მაშინ სულ ერთი პირი იყო დაკავებული და ისიც მალევე შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა. მომდევნო წელს იყო ასევე, მასშტაბური ძალადობა და იქ სულ ექვსი პირი იყო დაკავებული და აქედან ნაწილი, თუ სწორად მახსოვს 12 შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა და მას ჰქონდა ძალიან უარყოფითი ეფექტი. ადამიანებმა დაინახეს, რომ შეიძლება გადაწვა ქალაქი, შეიძლება ცეცხლი წაუკიდო პარლამენტის შენობას, შეიძლება, ცეცხლი წაუკიდო პოლიციელებს, შეიძლება, ქვები დაუშინო, თავი გაუტეხო სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს და არ დაისჯები. შეიძლება სახელმწიფო ქონება დააზიანო, მანქანები დაწვა, პარლამენტის შენობა დააზიანო, არ დაისჯები. პირველ შემთხვევაში ეს იყო ერთი ადამიანი, შემდეგ ექვსი ადამიანი და ადამიანებს გაუჩნდათ დაუსჯელობის განცდა და ეს ისევ ამ ადამიანებისთვის, ანუ პოტენციური დამნაშავეებისთვის იყო ცუდი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, გამოვიდნენ კიდევ ერთხელ ადამიანები ქუჩაში, ჩაიდინეს დანაშაული და აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა კონკრეტული დანაშაულისთვის. იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს პრევენციული ეფექტი, რომ მომავალში აღარავის გაუჩნდეს ასეთი დანაშაულის ცდუნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, არავის ციხეში ყოფნა ჩვენ არ გვიხარია, ნებისმიერი ადამიანის ყოფნა ციხეში, როგორი დანაშაულიც არ უნდა იყოს, პოლიტიკურად მოტივირებული იქნება თუ მკვლელობა იქნება, თუ გაუფრთხილებლობით ავტოავარიის შედეგად ადამიანის დაღუპვა და ა.შ. ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანადოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა