თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მჯერა, რომ ძალიან ახლოს ვართ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებთან
Russian troops lose another 1,150 soldiers and a submarine in day of war against Ukraine
Zelensky: Future security structure to include coalition of willing countries and US guarantees
Zelensky: Trump joins European leaders’ talks in Berlin
Zelensky on outcome of Berlin negotiations: Ukraine preparing five documents
Another group of children returned from occupied left bank of Kherson region
British PM tops Ukrainians' trust ranking of world leaders

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა სამშვიდობო გეგმაზე ისაუბრეს

16.12.2025 ნახვები: 213

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამშვიდობო გეგმაზე მიმდინარე მუშაობასთან დაკავშირებით ესაუბრა.

ზელენსკის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარში რვა ევროპელი ლიდერი მონაწილეობდა: გერმანიის კანცლერი, გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები, საფრანგეთისა და ფინეთის პრეზიდენტები, ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი.

„გვქონდა საუბარი, ზოგადი, ყველა ლიდერთან. მანამდე კი ამერიკული გუნდის ბრიფინგი გაიმართა. მე უკრაინული გუნდის სახელით ვისაუბრე და გავუზიარე ჩვენს მიერ განხორციელებული ნაბიჯები და ჩვენი სამომავლო ხედვა“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მან ასევე ქვეყანაში ომის დასრულების მიზნით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

„დღეს და ხვალ დავასრულებთ დოკუმენტებს. შემდეგ, უახლოეს დღეებში, აშშ კონსულტაციებს გამართავს რუსეთთან, რის შემდეგაც ისინი კონსულტაციებს გამართავენ აშშ-ის პრეზიდენტთან და ამის შემდეგ, ჩვენი გუნდები მალე შეხვდებიან აშშ-ში. ვფიქრობ, შესაძლოა ამ შაბათ-კვირასაც კი. ამ შეხვედრის შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. განვიხილავთ შეხვედრას ლიდერების დონეზე, აშშ-ის პრეზიდენტთან მაინც“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა