თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მჯერა, რომ ძალიან ახლოს ვართ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებთან
Russian troops lose another 1,150 soldiers and a submarine in day of war against Ukraine
Zelensky: Future security structure to include coalition of willing countries and US guarantees
Zelensky: Trump joins European leaders’ talks in Berlin
Zelensky on outcome of Berlin negotiations: Ukraine preparing five documents
Another group of children returned from occupied left bank of Kherson region
British PM tops Ukrainians' trust ranking of world leaders

ამერიკელი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

16.12.2025 ნახვები: 216

ამერიკელ რეჟისორ რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელის ვაჟი, ნიკ რაინერი მშობლების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას CBS News-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროს ჯიმ მაკდონელზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 32 წლის ნიკ რაინერი 4 მილიონი დოლარის გირაოთი იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ განცხადებაში განაცხადა, რომ ის წინასწარ პატიმრობაში გირაოს უფლების გარეშე იმყოფება.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ჯერ არ გაუმჟღავნებიათ დეტალები იმის შესახებ, თუ რამ აიძულა გამომძიებლები ნიკ რაინერის მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიეჩნიათ. პოლიციამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ გამოძიებამ მისი სავარაუდო პასუხისმგებლობა გამოავლინა.

შეგახსენებთ, ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. რეჟისორი და მისი მეუღლე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა