თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მჯერა, რომ ძალიან ახლოს ვართ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებთან
Russian troops lose another 1,150 soldiers and a submarine in day of war against Ukraine
Zelensky: Future security structure to include coalition of willing countries and US guarantees
Zelensky: Trump joins European leaders’ talks in Berlin
Zelensky on outcome of Berlin negotiations: Ukraine preparing five documents
Another group of children returned from occupied left bank of Kherson region
British PM tops Ukrainians' trust ranking of world leaders

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

16.12.2025 ნახვები: 207

თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით, თიბისის კორპორაციული კლიენტებისთვის სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი გაიმართა. ღონისძიება შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს(SECO) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. მასტერკლასს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მიზანი სანქციებთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდა, რისკების შემცირება და შედეგად, ბიზნესსაქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნება იყო.

მასტერკლასს საკონსულტაციო კომპანია Skyward Solutions-ის ექსპერტები უძღვებოდნენ. სპიკერებმა დამსწრეებს პრაქტიკული ინფორმაცია გაუზიარეს: სად და როგორ მოძებნონ სანქციების შესახებ ინფორმაცია, როგორ მოახდინონ რისკების იდენტიფიცირება და მართვა; ასევე, როგორ იპოვონ სანდო კომპანიები და არხები საერთაშორისო ვაჭრობისას.

თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ზედმიწევნით მიჰყვება ყველა საერთაშორისო რეგულაციას, რაც ბანკისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამის პარალელურად, ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეგულაციებზე სრულყოფილი ინფორმაცია პარტნიორებსაც მიაწოდოს, რაც კომპანიებს დაეხმარება წინასწარ გააანალიზონ რისკები და შექმნან სტაბილური და დაცული ბიზნესგარემო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა