„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს - დონორ კომპანიებს 2015 წლიდან 2.5 მილიარდი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული
მოსამართლე 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს - ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სრული შიმშილობა გამოაცხადეთ - ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას
Rescuers evacuate two families with nine children from Yurkivka
Russia loses 1,140 soldiers, two aircraft in war against Ukraine over past 24 hours
Military shows evacuation process from Kupiansk
Ukraine must determine conditions for peace itself – Canada's FM
EU foreign ministers discuss increasing assistance to Ukraine
Authorities arrest four people under suspicion of spying for Russia in France

დონალდ ტრამპი - ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის დროს ავღანეთიდან შემოვიდა

27.11.2025 ნახვები: 206

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონში მომხდარი სროლა, რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაიჭრა, „საშინელი თავდასხმა და ბოროტების, სიძულვილისა და ტერორის აქტია“.

„ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, დღეს, მადლიერების დღის წინა დღეს, ვაშინგტონში მომსახურე ეროვნული გვარდიის ორ წევრს თეთრი სახლიდან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში, ახლო მანძილიდან ესროლეს საშინელი ჩასაფრების ტიპის თავდასხმის დროს. ეს იყო დანაშაული ჩვენი მთელი ერის წინააღმდეგ. ეს იყო დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, საჭიროა ყველა მიგრანტის ხელახლა შემოწმება, რომლებიც ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შევიდნენ.

„ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან შემოვიდა და ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი უცხოელის გაძევება, რომელიც აქაურობას არ ეკუთვნის და რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი არ მოაქვს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ ეროვნული გვარდიის ორ წევრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი აშშ-ში ავღანეთიდან ჩავიდა.

„შემიძლია გაცნობოთ, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი უცხოელია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან - ჯოჯოხეთის ჯურღმულიდან - შემოვიდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან თავისი წინამორბედი, ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი „ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წლის სექტემბერში შემოიყვანა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა