ადვოკატი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დაკავებით გაოგნებულია
საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
„სიენენი“ - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ „ჰამასმა“ ისრაელს იდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა
ნიუ იორკში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ზურაბ ჯაფარიძე - მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება
დაიწყო ოფიციალური პროცესი პრინც ენდრიუს სტილის, ტიტულებისა და პატივის ჩამორთმევის მიზნით
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია - პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან - 20 სხვადასხვა ობიექტზე

„სიენენი“ - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ „ჰამასმა“ ისრაელს იდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა

31.10.2025 ნახვები: 233

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ „ჰამასმა“ ისრაელს, სავარაუდოდ, კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ცხედრები წითელი ჯვრის მეშვეობით ისრაელში გადაასვენეს და მათ იდენტიფიკაციისთვის სასამართლო მედიცინის ეროვნულ ინსტიტუტში გადაიყვანენ. მათი ვინაობა თუ დადასტურდება, დაჯგუფება „ჰამასს“ ისრაელისთვის 11 მძევალი დარჩება დასაბრუნებელი.

„მძევლების დაბრუნების მცდელობა შეუფერხებლად გრძელდება და ის ბოლო მძევლის დაბრუნებამდე არ შეწყდება“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა