აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში კრიტიკული სავაჭრო მოლაპარაკებები დაასრულეს.
ჩინური მაუწყებლის, CCTV ცნობით, ორი ლიდერის შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს, ერთ საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.
დონალდ ტრამპი შეხვედრის შემდეგ გიმჰაეს საერთაშორისო აეროპორტში გაემართა. მან სამხრეთ კორეაში ვიზიტი დაასრულა და აშშ-ში მიემგზავრება. აშშ-ის პრეზიდენტს, ჯერერობით, ჟურნალისტებთან არ უსაუბრია და შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
სი ძინპინი კი ქალაქ კიონჯუში გაემგზავრა, სადაც ხვალ დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება. შეხვედრის შესახებ კომენტარი, ჯერჯერობით, არ მას გაუკეთებია.