სალომე ზურაბიშვილი - ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს დავით ტაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარედგინა
სალომე ზურაბიშვილი - „რუსულმა“ რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია
თინა ბოკუჩავა - მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო რომელ პარტიას გააუქმებს
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მოწოდებაა აშშ-ს, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოსადმი, დაასანქცირონ ქართული ბანკები, როგორც დიქტატურის ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკის თანამონაწილეები
შალვა პაპუაშვილი - ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გახარიას პარტიის წინააღმდეგ სარჩელის შეუტანლობის მიზეზი მათი საპარლამენტი საქმიანობაა
შალვა პაპუაშვილი - „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“ მათი სიდიდით, სტრუქტურით ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ - მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება

სალომე ზურაბიშვილი - ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია

28.10.2025 ნახვები: 270

ვგმობ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „რეჟიმი ყოველდღიურად სისტემატურად ახორციელებს ყველაფრის შეზღუდვას, რაც ხელს უშლის სრული ავტორიტარიზმის დამკვიდრებაში და გამყარებაში“.

„დღეს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს საქართველოდან: ეს მიუღებელია!

ოპონენტების ასეთი დევნა, არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს.

სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვისაც ეზღუდება კონსტიტუციური უფლება თავისუფლად გამოხატვისა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის”, - წერს ზურაბიშვილი “ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა