მარკ რუტე - უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღის შესყიდვის ინიციატივას ნატო-ს წევრების ნახევარზე მეტი შეუერთდა
ფინური მედია - ელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გრაფიკის ცვლილების გამო თავად გააუქმა
თინა ბოკუჩავა - თბილისის აეროპორტში გამაჩერეს და არ მიშვებდნენ
თამარ ჩერგოლეიშვილი გამოკითხვის შემდეგ - ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს, მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო
მიხეილ სააკაშვილი - როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება - ბევრი რამე მოხდება სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება
თამარ ჩერგოლეიშვილი - დარწმუნებული ვარ, ბაჩო ახალაია ჩართული იყო 4 ოქტომბრის მოვლენებში
Russians strike Naftogaz gas facilities three times this week, hit thermal power plant overnight
Repeated strike: General Staff confirms hit on oil terminal in Feodosia

მარკ რუტე - უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღის შესყიდვის ინიციატივას ნატო-ს წევრების ნახევარზე მეტი შეუერთდა

15.10.2025 ნახვები: 201

ნატო-ს ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს, ალიანსის წევრების ნახევარზე მეტი შეუერთდა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო თავდაცვითი ალიანსია და ის თავდაცვით ალიანსად დარჩება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს თავდაცვითი ალიანსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა, ჩვენი 1 მილიარდი ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტერიტორიის დასაცავად“, - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, უკრაინის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა გაგრძელდება.

„უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ეს გაგრძელდება“, - აღნიშნა რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა