მარკ რუტე - უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღის შესყიდვის ინიციატივას ნატო-ს წევრების ნახევარზე მეტი შეუერთდა
ფინური მედია - ელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გრაფიკის ცვლილების გამო თავად გააუქმა
თინა ბოკუჩავა - თბილისის აეროპორტში გამაჩერეს და არ მიშვებდნენ
თამარ ჩერგოლეიშვილი გამოკითხვის შემდეგ - ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს, მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო
მიხეილ სააკაშვილი - როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება - ბევრი რამე მოხდება სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება
თამარ ჩერგოლეიშვილი - დარწმუნებული ვარ, ბაჩო ახალაია ჩართული იყო 4 ოქტომბრის მოვლენებში
Russians strike Naftogaz gas facilities three times this week, hit thermal power plant overnight
Repeated strike: General Staff confirms hit on oil terminal in Feodosia

თინა ბოკუჩავა - თბილისის აეროპორტში გამაჩერეს და არ მიშვებდნენ

15.10.2025 ნახვები: 283

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეაფერხეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ფაქტის გადაღება დაიწყო, საზღვარზე გაატარეს და ვილნიუსში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაზე დასასწრებად გაფრენა მაინც შეძლო.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, „საქართველოს საზღვარზე შესაძლოა სულ მალე რკინის ფარდა დაეშვას და საბოლოოდ დიქტატურაში აღმოვჩნდეთ“.

„ვილნიუსში მივფრინავ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურ ასამბლეაზე. საზღვარზე გამაჩერეს თბილისის აეროპორტში და არ მიშვებენ. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მამისამართებენ სასაზღვრო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენელთან სხვა ლოკაციაზე, რომელიც ასევე დაყოვნების შემდეგ მიცხადებს: „თქვენ ჯარიმა გაქვთ, იცით, ხომ?“ ერთი ჯარიმის შესახებ ვიცოდი და მეორეც მქონია, აპრილის თვეში დაწერილი. ეს ოქტომბერში გაახსენდა რეჟიმს საზღვარზე, მაშინ, როდესაც მხოლოდ ბოლო 2 თვეში, 6-7-ჯერ მაინც ვიქნები გასული ქვეყნიდან ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების, დელეგიტიმაციის და სანქცირების მიზნით.

მოკლედ, გამიზნულად ისე მაყოვნებენ, რომ ჩასხდომა დასრულდეს. უკვე საბოლოო გამოცხადების გაფრთხილება ისმის. მოდის პოლიცია, რომელსაც განვუმარტავ, რომ უკანონოდ მიზღუდავს თავისუფლებას. ვიწყებ გადაღებას, ფრთხებიან, „კარგით, კარგით“ და ბოლოს მატარებენ.

პარტიების და პიროვნებების აკრძალვასთან ერთად, რეჟიმი ქვეყნის დატოვების აკრძალვასაც განიხილავს და სატესტო ნაბიჯებს დგამს უკვე, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით. როცა მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფად მიიწევს და შესაძლოა, სომხეთმაც კი მოისურვოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს საზღვარზე შესაძლოა სულ მალე რკინის ფარდა დაეშვას და საბოლოოდ დიქტატურაში აღმოვჩნდეთ. გავაგრძელებთ საჯარო ურთიერთლანძღვას, ქილიკს და კრიტიკას თუ შევკავშირდებით ადამიანები, ვინც რეალურად ვებრძვით რეჟიმს? ჩემთვის დღესდღეობით ერთადერთი რელევანტური კითხვა ეს არის. გავერთიანდებით? - გავიმარჯვებთ. თან ძალიან მალე. არა? - ქვეყანაში დამყარდება დიქტატურა და საზღვარზე გასვლასაც ვეღარ შევძლებთ მალე ან თუ გავალთ - სამუდამოდ“,- წერს ბოკუჩავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა