აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, იულია სვირიდენკოსთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ითანამშრომლოს „დიდი შვიდეულის“ სხვა ქვეყნებთან რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად.
„მინისტრმა ბესენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, ითანამშრომლოს „დიდ შვიდეულელ“ პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით. მან აღნიშნა ევროპელი მოკავშირეების მიერ არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ნებისმიერ ქვეყანაზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა, რომელიც რუსული ნავთობის შეძენით აფინანსებს რუსეთის ომის მანქანას“, - აღნიშნულია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, უკრაინის პრემიერის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიზნით თანამშრომლობა“.
„რუსეთმა უნდა დაკარგოს ყველანაირი ბერკეტი ჩვენს პარტნიორებზე და ნებისმიერი არხი, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად ფულის გამომუშავება შეუძლია. არსებობს მკაფიო წინადადებები, თუ როგორ მივაღწიოთ ამას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობა აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აღნიშნა სვირიდენკომ.
გოჩა მირცხულავა: როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის შპს?! ან და პა
გოჩა მირცხულავა: წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია