ჯო უილსონი- “ქართული ოცნების” ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ
4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული ვახტანგ ფიცხელაური - ორჯერ დამაკავეს, ჯერ ადმინისტრაციულით, შემდეგ სისხლით - პირველად დაკავებისას ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი: მათრიეს, იყო შეურაცხყოფა
საპროტესტო მარშის მონაწილეებმა „წინააღმდეგობის ახალი ფაზის“ დაწყების შესახებ სამოქმედო გეგმა წარადგინეს
პეტერ ფიშერი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია
პაატა მანჯგალაძე - 4 ოქტომბრის აქციაზე, შინაარსსა და გეგმაზე, არათუ გიორგი ვაშაძესთან, პაატა ბურჭულაძესთანაც კი არ მქონია საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა არ მეკუთვნის, არ ვაპირებ დავემალო და სხვას გადავაბრალო
მიხეილ სააკაშვილი - ვინც სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს ამუნათებს, ცდილობს, დაფაროს თავისი სიმხდალე
Georgian Dream Ended Propaganda – Reality Has Begun
„ოცნებამ“ პროპაგანდა დაასრულა – დაიწყო სინამდვილე!

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული ვახტანგ ფიცხელაური - ორჯერ დამაკავეს, ჯერ ადმინისტრაციულით, შემდეგ სისხლით - პირველად დაკავებისას ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი: მათრიეს, იყო შეურაცხყოფა

08.10.2025 ნახვები: 219

პირველად დაკავებისას ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, მათრიეს, იყო ძალადობა, შეურაცხყოფა, - ამის შესახებ 4 ოქტომბრისაქციის ფარგლებში დაკავებულმა ვახტანგ ფიცხელაურმა სასამართლოზე განაცხადა.

მან დაკავების გარემოებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს შემდეგ კი, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, შემდეგ კი “სამხარაულში, სადაც დააწერინეს ხელწერილი, რომ დაურეკავდნენ და გამოცხადდებოდა, თუმცა სხვა პოლიცია დახვდა და ხელბორკილები დაადეს”.

“ორჯერ დამაკავეს, ჯერ ადმინისტრაციულით, შემდეგ სისხლით. ადმინისტრაციულით დაკავებისას ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი: მათრიეს, იყო ძალადობა, შეურაცხყოფა….ეს მოხდა, როდესაც პირველად დამაკავეს.

მანქანიდან, როდესაც გადმომათრიეს, მაშინ იძალადეს, დამარტყეს...

[ხელწერილის შემდეგ] პოლიციას არ ვიყავი გაცდენილი, როდესაც მეორედ დამაკავეს”,- აღნიშნა ვახტანგ ფიცხელაურმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ 5 პირის: ბექა მაჭავარიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, მანუჩარ მიქელაძის, ალექსანდრე ხაბეიშვილის და სერგო მეგრელიშვილის სასამართლო მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავს.დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. მანამდე, სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული 8 პირის საქმე განიხილა. სასამართლომ რვავე პირს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულებს: ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძეს. ხოლო, ბრალდებულებს: თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა