ახლა ადვოკატი მიყვებოდა, თურმე „იმედს“ გაუვრცელებია პროპაგანდისტული ტყუილი, თითქოს სადმე ვთქვი და ვახსენე გიორგი ვაშაძე - 4 ოქტომბრის აქციაზე, მის შინაარსსა და გეგმაზე, არათუ გიორგი ვაშაძესთან, არამედ პაატა ბურჭულაძესთანაც კი არ მქონია საუბარი , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს.
მანჯგალაძის მტკიცებით, მას „იმედთან“ და სხვა მედიასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
„ახლა ადვოკატი მიყვებოდა, თურმე „იმედს“ გაუვრცელებია პროპაგანდისტული ტყუილი, თითქოს სადმე ვთქვი და ვახსენე გიორგი ვაშაძე.
არანაირი კომუნიკაცია „იმედთან“ და სხვა მედიასთან არ მქონია, 4 დღეა ტყვე ვარ.
4 ოქტომბრის აქციაზე, მის შინაარსსა და გეგმაზე, არათუ გიორგი ვაშაძესთან, არამედ პაატა ბურჭულაძესთანაც კი არ მქონია საუბარი. ეს ძალიან კარგად იცის პროპაგანდამაც და გამოძიებამაც.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა არ მეკუთვნის, არ ვაპირებ დავემალო და მითუმეტეს არ ვაპირებ სხვას გადავაბრალო.
ვიყოთ მხნედ! ნებისმიერი ბოროტება სრულდება!
ჩვენი ე.წ. სისუსტე მხოლოდ ის არის, რომ ბოროტება უფრო დაუნდობელი და ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, საბოლოო სიტყვას ამბობს არა რობოკოპი, არამედ უიარაღო სიმართლე“, - წერს პაატა მანჯგალაძე წერილში.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა „ქარდი“, სადაც ნათქვამია, რომ „ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით დაკავებული პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ აქციაზე გიორგი ვაშაძის მოწოდების შედეგად მივიდა“.
IPN
გოჩა მირცხულავა: როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის შპს?! ან და პა
გოჩა მირცხულავა: წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია