ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია საგანგებო დებატის შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით - ევროპა იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს და საქართველო დააბრუნონ ევროპული, ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, რეზოლუციაში საუბარია არა ზოგად მოწოდებებზე, არამედ კონკრეტული მექანიზმის ამოქმედებაზე, რომელიც სამართლებრივ ვალდებულებას დააკისრებს ევროპის ადამიანთა უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან - „ივანიშვილის რეჟიმს”.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია საგანგებო დებატის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით. საუბარია არა ზოგად მოწოდებებზე, არამედ კონკრეტული მექანიზმის ამოქმედებაზე, რომელიც სამართლებრივ ვალდებულებას დააკისრებს ევროპის ადამიანთა უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ივანიშვილის რეჟიმს, რომ მან გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები და ქვეყანაში შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ხდება ამ მექანიზმის ამოქმედებისკენ მოწოდების გაკეთება და მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის კონსოლიდაციის შექმნის საფრთხეზე ძალიან ღელავს ცივილიზებული სამყარო და იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს, რომ მხარში დაუდგნენ კონკრეტული ნაბიჯებით ქართველ ხალხს და საქართველო დააბრუნონ ევროპული, ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზაზე”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გოჩა მირცხულავა: როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის შპს?! ან და პა
გოჩა მირცხულავა: წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია