დიზაინის ინსტიტუტის გრძელვადიანი პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
თინა ბოკუჩავა - ევროპა იწყებს მოქმედებას იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია აღდგეს და საქართველო დააბრუნონ ევროპული, ნორმალური ცივილიზებული განვითარების გზაზე
ლევან ვასაძე - საქართველოს საბანკო სისტემამ დევნა განახორციელა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც
გიორგი ვაშაძე - რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე? პასუხი მარტივია, ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის!
ლევან ხაბეიშვილი - ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში, გამარჯვება გარდაუვალია!
გოჩა მირცხულავა: 4 ოქტომბერს, რუსთაველზე ლიდერიც და პოლიტიკოსიც ხალხია!
ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლემ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ლევან ხაბეიშვილი - ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში, გამარჯვება გარდაუვალია!

03.10.2025 ნახვები: 219

ხორცი მეწვოდა, როცა სინდისის პატიმრებს ვუყურებდი – ახლა მეც ბორკილდადებული ტუსაღი ვარ, ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება - კიდევ ერთხელ, სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში, გამარჯვება გარდაუვალია! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის განცხადება მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ხაბეიშვილის თქმით, აქციაზე მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ ის სულიერად და მენტალურად უფრო გააძლიერა.

„სისხლი მეყინებოდა, როცა დალეწილ, დასისხლიანებულ ახალგაზრდებს ვუყურებდი… რამდენიმე დღეში, ერთი ახალგაზრდის გადასარჩენად გაქცეულს, სახის ძვლები მეც დამილეწეს… სულიერად და მენტალურად ამან უფრო გამაძლიერა. ხორცი მეწვოდა, როცა ერთმანეთის მიყოლებით დატყვევებულ სინდისის პატიმრებს ვუყურებდი. ახლა მეც ბორკილდადებული ტუსაღი ვარ. ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება. კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის უპირობო გამარჯვებაში. შევხვდებით მალე!“,- წერს ლევან ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა