ლევან ვასაძე - საქართველოს საბანკო სისტემამ დევნა განახორციელა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც
გიორგი ვაშაძე - რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე? პასუხი მარტივია, ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის!
ლევან ხაბეიშვილი - ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში, გამარჯვება გარდაუვალია!
გოჩა მირცხულავა: 4 ოქტომბერს, რუსთაველზე ლიდერიც და პოლიტიკოსიც ხალხია!
ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლემ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
პროკურატურამ ფაქტზე ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა
გიორგი ბაჩიაშვილი - საქმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას, ეს არის დაშინება

პროკურატურამ ფაქტზე ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა

02.10.2025 ნახვები: 214

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა.

ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ არის უკანონო პატიმარი, ის ბრძოლას ბოლომდე აპირებს,- ამის შესახებ ადვოკატმა გია გოროზიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ზვიად კუპრავას დაკავების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, სოციალურ ქსელ „facebook”-ში გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, განსახორციელებელ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა.

ასევე, ბრალდებულმა 1-ელ ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა