ლევან ვასაძე - საქართველოს საბანკო სისტემამ დევნა განახორციელა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც
გიორგი ვაშაძე - რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე? პასუხი მარტივია, ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის!
ლევან ხაბეიშვილი - ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში, გამარჯვება გარდაუვალია!
გოჩა მირცხულავა: 4 ოქტომბერს, რუსთაველზე ლიდერიც და პოლიტიკოსიც ხალხია!
ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლემ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
პროკურატურამ ფაქტზე ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა
გიორგი ბაჩიაშვილი - საქმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას, ეს არის დაშინება

დონალდ ტუსკი - უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო - ვიქტორ ორბან, ვის მხარეს ხართ?

02.10.2025 ნახვები: 269

ვიქტორ ორბან, ვის მხარეს ხართ?, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი X-ზე წერს.

„პრემიერ-მინისტრო, ვიქტორ ორბან, უკრაინის წინააღმდეგ ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო. სწორედ მათ გადაწყვიტეს, რომ ახლა ომის პერიოდში

ვცხოვრობთ. ასეთ დროს კი ისმის შეკითხვა, ვის მხარეს ხართ?“, - წერს დონალდ ტუსკი.

დონალდ ტუსკს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ომში რუსეთი და უკრაინა არიან და არა უნგრეთი“.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო დონალდ ტუსკ, მესმის, რომ უკრაინის მხარეს მტკიცედ დგახართ. გთხოვთ, გაიგეთ, რომ ჩვენ უნგრეთის მხარეს მტკიცედ ვდგავართ. თქვენი შეკითხვაა, თუ ვინ გაიმარჯვებს რუსეთ-უკრაინის ომში. ჩემი შეკითხვაა, როგორ დავასრულოთ ომი, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ და უნგრელების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ცდილობთ გაიმარჯვოთ ომში, რომელიც მიგაჩნიათ, რომ თქვენია. მე მსურს, რომ მშვიდობამ გაიმარჯვოს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა