"ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება, დაპირება, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზება მოხდებოდა, აღმოჩნდა ისეთივე მეგა ტყუილი, როგორ ტყუილსაც წარმოადგენს ათწლეულების განმავლობაში “ოცნების“ ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმი. იანვრის შემდეგ 8 თვე გავიოდა, მაგრამ ეს რუსული რეჟიმი კვლავაც ისევე არალეგიტიმური და არაღიარებულია, როგორიც ის იყო მთელი პერიოდის განმავლობაში, 2024 წლის 26 ოქტომბრის მიტაცებული არჩევნების შემდეგ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში, “ქართული კოშმარის“ არააღიარების შესწორების წინადადებაა შესული, რომელიც აშშ-ს მთავრობასა და მის ნებისმიერ სხვადასხვა ორგანოს უკრძალავს “ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის აღიარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესწორების წინადადებაა, მიბმულია კანონპროექტის 313-ე მუხლთან, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომ ტესტში აშშ-ს მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკრძალავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი, არსებულ კანონში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ლობისტებში მილიონების ხარჯვის მიუხედავად, ამ ფაქტს ვერაფერი ცვლის და ვერც შეცვლის, ვერც ბრიუსელში და ვერც ვაშინგტონში.
შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პირველი - არავითარი ნორმალიზება არ ხდება და არ მომხდარა, მეორე - ამ ე.წ. ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი ლეგიტიმაცია, მესამე- ახალი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ ჩანიშვნის და თავისუფალ პირობებში ჩატარების და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე არავითარი სივრცე და საშუალება პოლიტიკური ურთიერთობის გადატვირთვისა ამ რეჟიმს არ ექნება არც ვაშინგტონთან და არც ბრიუსელთან, მეოთხე- ის რაც საზოგადოებამ კარგად იცის, “ძლიერი საქართველო“ წლების განმავლობაში, მათ შორის კონკრეტულად ვაშინგტონში მუშაობდა და მუშაობს ამ რეჟიმის შემდგომი დელეგიტიმაციის და სანქცირების მისაღწევად, ეს არის ის კურსი, რომელსაც “ლელო ძლიერი საქართველო“ ყოველთვის ემხრობოდა, ლობირებდა, ყველა მის კომუნიკაციაში ასახავდა, სახელმწიფო დეპარტამენტთან, სენატთან და კონგერსთან საუბრისას ხაზს უსვამდა და მუდამ გაუსვამს. ჩვენი პოზიცია იყო და არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი ბოროტმოქმედი რეჟიმის სხვადასხვა წევრები, ყევლა ის პირი, რომელიც კვებავს არ რეჟიმს, იქნებიან პროპაგანდისტების თუ სხვა წრების წარმომადგენლები ხელს უწყობენ ბოროტმოქმედი, ანტიქართული, ანტიამერიკული, ანტიევროპული რეჟიმის გამოკვებას, ყველა ასეთი პირი უნდა დასანქცირდეს. ეს იყო, არის და რჩება “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთადერთ რეალურ და ფორმალურ პოზიციას, რომელსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვლობირებთ ხოლმე და წელსაც, რამდენიმე ოფიციალური ვიზიტის დროს, მათ შორის ვაშინგოტნში, ვლობირებდით სწორედ ამ პოზიციას.
შესაბამისად, ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა პროტესტით, არჩევნებით, საერთაშორისო დელეგიტიმაციით და ქართველ ხალხს, ყველას ვიწვევთ ამ ბრძოლის ყველა სხვადასხვა ფორმაში და მათ შორის იმაში, რომ მვოიდნენ არჩვენებზე და დიდი სილა გააწნან „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს",