ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ ვკრძალავთ რუსული თხევადი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე - დროა, ონკანი დავკეტოთ! ჩვენ ამისთვის მზად ვართ!
შსს-მ აქციის მონაწილის, ლევან ჯობავას წინააღმდეგ, რომელმაც 15 სექტემბერს, მომიტინგეებს შორის იარაღის დემონსტრირებისთვის არასრულწლოვანს იარაღი წაართვა, ძალადობის მუხლით საქმე აღძრა
შსს-ში იმ არასრულწლოვნის გათავისუფლებას ადასტურებენ, რომელიც აქციის მონაწილეებთან იარაღის დემონსტრირების მიზეზით დააკავეს
ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება, რუსული რეჟიმი კვლავაც ისევე არალეგიტიმური და არაღიარებულია
ანასტასია ზინოვკინა - ჩემი გული რევოლუციასთანაა! ჩემი გული მათთანაა, ვინც რუსთაველზეა, გამარჯვება.
თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა -,,საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა” გაიმართება
თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები კაფე-რესტორნებში
ალეკო ელისაშვილი - კალაძე გვპირდებოდა, რომ საპარკინგე სივრცეებს ააშენებდა, მანახოს, სად არის მიწისზედა, მიწისქვეშა, წყალქვეშა თუ მთვარეზე გაკეთებული სადგომები!

ალეკო ელისაშვილი - კალაძე გვპირდებოდა, რომ საპარკინგე სივრცეებს ააშენებდა, მანახოს, სად არის მიწისზედა, მიწისქვეშა, წყალქვეშა თუ მთვარეზე გაკეთებული სადგომები!

19.09.2025 ნახვები: 209

კახა კალაძემ მანახოს სად არის მიწისზედა, მიწისქვეშა, წყალქვეშა თუ მთვარეზე გაკეთებული სადგომები! არაფერი არ გაუკეთებია, სამაგიეროდ ჯარიმების სახით მოსახლეობისგან 130 მილიონი ლარი ამოიღეს და ეს ფული რას მოხმარდა?,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თბილისში საპარკინგე სივრცეებთან დაკავშირებით განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის მერიამ 2018 წლიდან პარკინგების ჯარიმის სახით 130 მილიონი ლარი ამოიღო და ეს თანხა „ლამბორჯინებისა“ და „ფერარების“ ყიდვას, ქუჩების საღებავებით „თხუპვნასა“ და „ჩინოვნიკთა ჯიბეების გასქელებას მოხმარდა“.

„პარკინგი და მანქანის გაჩერება რომ წყევლაა, ეს თბილისში ყველა მძღოლმა იცის. ვერსად ვერ გააჩერებ მანქანას, სადმე თუ ერთი ბორბლით დააყენებ მანქანას ტროტუარზე, იმავე წამს მოდის უზარმაზარი ჯარიმა ან მანქანა გადაჰყვათ. ჯარიმები კატასტროფულად გაიზარდა, გაგახსენებთ, თუ რას გვეუბნებოდა კალაძე 8 წლის წინ, როდესაც ის პირველად იყრიდა კენჭს თბილისში, გვპირდებოდა, რომ 10 ლოკაციაზე მიწისზედა და მიწისქვეშა მუნიციპალურ საპარკინგე სივრცეებს ააშენებდა, ტენდერიც გამოაცხადა თითქოს. მანახოს, სად არის მიწისზედა, მიწისქვეშა, წყალქვეშა თუ მთვარეზე გაკეთებული სადგომები! არაფერი არ გაუკეთებია, სამაგიეროდ პარკინგის ჯარიმა თუ იყო 10 ლარი - 2022 წლიდან მისი გადაწყვეტილებით 50 ლარი გახდა. თუ გადაყვანილი მანქანის გამოსაყვანად მძღოლს „სითი პარკისთვის“ უხდიდა 60 ლარს, ახლა თბილისის მერიას უხდის 200 ლარს და ა.შ.

2018 წლიდან დღემდე ჯამში მერიამ პარკინგის ჯარიმების სახით მოსახლეობისგან 130 მილიონი ლარი ამოიღო და ეს ფული რას მოხმარდა, სადმე საპარკინგე სივრცეები აშენდა? ერთადერთი საღებავებს ყიდულობენ და ქუჩებს თხუპნიან და ხაზავენ, ქუჩა საპარკინგეებად წარმოუდგენიათ. არცერთი მუნიციპალური სადგომი არ აშენებულა. მაგრამ სამაგიეროდ 130 მილიონი ლარი „ლამბორჯინის“, „ფერარებისა“ ყიდვასა და ჩინოვნიკთა ჯიბეების გასქელებას მოხმარდა“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმაც. მისი განცხადებით, მათი გეგმა თბილისის ყველა რაიონში მიწისზედა და მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების მშენებლობას ითვალისწინებს.

„ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს, თუ როგორ უნდა ვუშველოთ ამ პრობლემას, ეს გეგმა კი თბილისის ყველა რაიონში მიწისზედა და მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების მშენებლობას ითვალისწინებს. ჩვენ, ასევე ვფიქრობთ, რომ ნაწილობრივ შემცირდეს ის ჯარიმები, რომლებიც აბსოლუტურად არაადეკვატურია იმ შემოსავლებისა, რომელიც თბილისელებს აქვთ.

ამ გეგმას ჩვენ განვახორციელებთ, როცა ირაკლი კუპრაძე თბილისის მერი გახდება და ჩვენი გუნდი ალეკო ელისაშვილთან და ტატა ხვედელიანთან ერთად [პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი], ერთობლივად და გუნდურად თბილისელებს ამ პრობლემას მოუგვარებს“,- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა