ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ ვკრძალავთ რუსული თხევადი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე - დროა, ონკანი დავკეტოთ! ჩვენ ამისთვის მზად ვართ!
შსს-მ აქციის მონაწილის, ლევან ჯობავას წინააღმდეგ, რომელმაც 15 სექტემბერს, მომიტინგეებს შორის იარაღის დემონსტრირებისთვის არასრულწლოვანს იარაღი წაართვა, ძალადობის მუხლით საქმე აღძრა
შსს-ში იმ არასრულწლოვნის გათავისუფლებას ადასტურებენ, რომელიც აქციის მონაწილეებთან იარაღის დემონსტრირების მიზეზით დააკავეს
ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება, რუსული რეჟიმი კვლავაც ისევე არალეგიტიმური და არაღიარებულია
ანასტასია ზინოვკინა - ჩემი გული რევოლუციასთანაა! ჩემი გული მათთანაა, ვინც რუსთაველზეა, გამარჯვება.
თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა -,,საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა” გაიმართება
თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები კაფე-რესტორნებში
ალეკო ელისაშვილი - კალაძე გვპირდებოდა, რომ საპარკინგე სივრცეებს ააშენებდა, მანახოს, სად არის მიწისზედა, მიწისქვეშა, წყალქვეშა თუ მთვარეზე გაკეთებული სადგომები!

ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19.09.2025 ნახვები: 214

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა შვიდივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახეობის, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

როგორც პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი აღნიშნავდა, ბრალდებულებს მკაცრი სასჯელი ემუქრებათ, რისი შიშითაც მათ შესაძლოა, მიმალვა სცადონ. შესაბამისად, ჯავარაშვილი ყველა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლებზე მიუთითებდა, მათ შორის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საშიშროებაზე საუბრობდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების სხვადასხვა ოდენობით 5 000, 20 000, 30 000, 50 000, 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.

მათ ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა