ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

გიორგი კონდახიშვილი - ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ძალოვანი სტრუქტურის ყველა თანამშრომელთან მისი შეთავაზება ძალაშია

11.09.2025 ნახვები: 455

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური განცხადებისთვის დააკავეს.

როგორც კონდახიშვილმა სუს-ის შენობაში ხაბეიშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება პოლიციის თანამშრომლებისთვის კვლავ ძალაშია.

„მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და გადმოგცემთ მის სიტყვებს: იგი არის პოლიტიკოსი, რომელიც დააკავეს პოლიტიკური განცხადებისთვის. იგი დააკავეს იმისთვის, რომ ჰქონდა რწმენა გამარჯვების და არ უნდოდათ, ეს რწმენა ხალხს გადაედოს. იგი ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე. მას აქვს იგივე „მესიჯი“ ძალოვანი სტრუქტურის ყველა თანამშრომელთან. შეთავაზება არის ძალაში: პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არ შეასრულებენ უკანონო ძალადობაზე დავალებებს და გადავლენ ხალხის მხარეს, მომავალი ხელისუფლება მათ დააჯილდოებს სოლიდური ფულადი ჯილდოთი. ეს არის ლევანის დანაბარები და მისი „მესიჯია“: ბრძოლა ბოლომდე. ლევანის სიტყვებია, რომ იგი არის დაკავებული პოლიტიკური განცხადების გაკეთებისთვის. ბრალდება, რომელიც მოიცავს თითქოსდა ქრთამის შეთავაზებას, არის აბსურდული, ხელისუფლება, რომელიც მოვიდა „მესიჯით“: 5 მლნ თითო სოფელს, ლევანს აპატიმრებს დაპირებისთვის, რომელიც როგორც პოლიტიკოსი, როგორც მომავალი ხელისუფლების წარმომადგენელი, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს საკუთარი უფლებამოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის“,- განაცხადა კონდახიშვილმა.

ადვოკატის თქმითვე, ხაბეიშვილს არანაირი დაზიანება არ აქვს და მეტიც, მის მიმართ "ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს დადებითი განწყობა აქვთ".

"მას დაზიანებები არ აქვს და მეტიც, აღნიშნავს, რომ პირად საუბრებში ძალიან დადებითი განწყობაა დაკავების იზოლატორებში. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები თვითონ ხვდებიან, რომ ასეთი რამ, რომ პოლიტიკოსი პოლიტიკური გამონათქვამების გამო დაეკავებინოთ და ეს შეეფუთათ, როგორც ქრთამის შეთავაზება-მიცემა, არ ყოფილა. იგრძნობა დადებითი განწყობა, რადგან, მისი განცხადებით, ყველა ხვდება, რომ ამ ხელისუფლების ბოლო ჟამია და ხალხშია რწმენა გამარჯვების. ეს გამარჯვების რწმენა არ უნდა დაიკარგოს და მისივე სიტყვებით, ყველა, 4 ოქტომბერს იგივე შემართებით უნდა იყოს",- განაცხადა კონდახიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა