ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია
სოლიდარობას ვუცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, გაბედულ პოლიტიკოსს და ადამიანს - ირაკლი კუპრაძე
გიორგი კონდახიშვილი - ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ძალოვანი სტრუქტურის ყველა თანამშრომელთან მისი შეთავაზება ძალაშია
ივანიშვილი აგრძელებს ქართული დემოკრატიის მკვლელობის მცდელობას -
სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ - ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი ახალ სირცხვილად იქცევა?
თინა ბოკუჩავა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს კამპანიას რეგიონებში - ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩავიტანთ საქართველოს დროშას, ეს დროშა ამაყად იფრიალებს 4 ოქტომბერს
გიგა ბოკერია - ხაბეიშვილი გამორჩეულად აბსურდული საბაბით დააკავეს თვენახევრის წინანდელ განცხადებაზე - ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს
მიხეილ სააკაშვილი - ხაბეიშვილისა და ზოდელავას დაკავება კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულებაა

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ - ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი ახალ სირცხვილად იქცევა?

11.09.2025 ნახვები: 223

ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას?! იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი საქართველოს ახალ სირცხვილად იქცევა, ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და ნდობას უკარგავს,- ასე ეხმაურება მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების დაკავებას.

მისი თქმით, ხელისუფლება პოლიტიკური ლიდერების დაკავებით ცდილობს საზოგადოება დააშინოს და გააჩუმოს.

ზურაბიშვილი აღნიშნულს საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკას უწოდებს.

„მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ სრულიად სამარცხვინო დაჭერების სერიალს. კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი უმიზეზოდ და უკანონოდ დააკავეთ. გგონიათ, რომ ამით ხალხს დააშინებთ და გააჩუმებთ?!

თქვენივე „გუნდის“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, სავარაუდოდ, ჯერ შიდა ანგარიშსწორება გაუმართეთ და შემდეგ კორუფციის ბრალდებით დააკავეთ, რადგან გგონიათ, რომ ამით საკუთარ კოლექტიურ კორუფციას გადაფარავთ! და ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას?! იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი საქართველოს ახალ სირცხვილად იქცევა, ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და ნდობას უკარგავს.

ასეთი ნაბიჯებია: ადამიანების დაპატიმრება მოგონილი მიზეზებით; აქტივისტებზე ძალადობა და მათი დაკავება აზრის გამოხატვის გამო; პოლიტიკური ლიდერების უსაფუძვლო, ერთიმეორის მიყოლებით დაპატიმრება; თქვენი გუნდის უკიდეგანო კორუფციის გამოაშკარავება; ბინძური შიდა ანგარიშსწორებები კრიმინალური სამყაროს მეთოდებით; ყველა ჩვენი პარტნიორის ლანძღვა და დადანაშაულება (პრეზიდენტი ტრამპის ჩათვლით).

ეს ყველაფერი ხომ საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკაა!

მსოფლიოს წინაშე ჩვენს ქვეყანას ისე აცნობთ, თითქოს ის მხოლოდ დაჭერების, კორუფციის, ძალადობის, მეგობარი პარტნიორების მოტყუებისა და უპრინციპულობის სიმბოლო იყოს. ამით ცდილობთ, საქართველოს ნამდვილი სახე და ღირებულებები დაივიწყოს მსოფლიოს თვალში.

საქართველოს ინტერესების ასე შელახვის პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენზეა და მხოლოდ თქვენზე!”,- წერს ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა