სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ - ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი ახალ სირცხვილად იქცევა?
თინა ბოკუჩავა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს კამპანიას რეგიონებში - ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩავიტანთ საქართველოს დროშას, ეს დროშა ამაყად იფრიალებს 4 ოქტომბერს
გიგა ბოკერია - ხაბეიშვილი გამორჩეულად აბსურდული საბაბით დააკავეს თვენახევრის წინანდელ განცხადებაზე - ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს
მიხეილ სააკაშვილი - ხაბეიშვილისა და ზოდელავას დაკავება კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულებაა
პეტრე ცისკარიშვილი ხაბეიშვილის ბრალზე - ეს არის აბსურდული, ეს ქრთამი არ არის, ლეგალური მექანიზმია, რომ ჯილდო გამოეწეროს სახელმწიფო მოხელეს
სუს-ის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის საჯაროდ დაპირებისთვის დააკავეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს
მურთაზ ზოდელავა დაკავებულია

მიხეილ სააკაშვილი - ხაბეიშვილისა და ზოდელავას დაკავება კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულებაა

11.09.2025 ნახვები: 237

ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავება არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოპოზიციონერების ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავებას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახლა საჭიროა საყოველთაო მობილიზება და შეტევაზე გადასვლა.

„დიქტატორმა ივანიშვილმა მუხანათურად დააკავა ოპოზიციის ნამდვილი ლიდერები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა.ეს არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება. აღარაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო უბადრუკ მოტივებზე, რომლითაც ისინი დაიჭირეს.ჩვენ გვჭირდება საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა.აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება საქართველოს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა