“ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა, ვინაიდან, ის არ აღმოჩნდა, რასაც აცხადებდა, - ამის შესახებ „დემოკრატმა“ კონგრესმენმა სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე განაცხადა.
მან ისაუბრა „MEGOBARI აქტზე“, კონგრესმენის თქმით, გაუგონარია, რომ მისი მიღება ვერ მოხდა, რადგან აქტს დიდი მხარდაჭერა აქვს.
“არ მომწონს ადამიანების გარეგნობით განსჯა, მაგრამ როდესაც ის [ბიძინა ივანიშვილი] პირველად დავინახე, ყველა ნიშანი ჰქონდა - მაშინ ილონ მასკის შესახებ არ ვიცოდი - მაგრამ მას ყველა ნიშანი ჰქონდა, რაც მოგვიანებით ილონ მასკში დავინახე - მდიდარი, ამპარტავანი, ელიტისტი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე. და ვიფიქრე - ეს არის დადებითი პერსონაჟი?..
“ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა, ვინაიდან, ის არ აღმოჩნდა, რასაც აცხადებდა, რომ იყო…
რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო და კვლავ გააკეთებს ამას, თუ შესაძლებლობა ექნება. თან ახლა მოკავშირე ჰყავთ იქ, ბატონი ივანიშვილის სახით, ასე რომ, უფრო მარტივია დაპყრობა შიგნიდან.
სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ “MEGOBARI აქტს”, რაღაც პრობლემები იყო...
მაგრამ ბატონი [ჯო] უილსონი მართალია, იმდენად დიდი უმრავლესობაა, დემოკრატები და რესპუბლიკელები, ორპარტიულად უჭერენ მხარს კანონპროექტს და ეს თითქმის გაუგონარია, დიდი მხარდაჭერაა. და იქ, როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი “ჩაკვლა”, და გასაოცარია, რომ ეს მოხდა, რატომ მოხდა, არ მესმის”, - განაცხადა სტივ კოენმა.