ჩარლი კირკი მოკლეს
სალომე ზურაბიშვილი - საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ
თინა ხიდაშელი - “ქართულმა ოცნებამ” აირჩია გზა, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება
სალომე ზურაბიშვილი - “ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა
სტივ კოენი - “ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა
ჯო უილსონი - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია
გერმანიის საგარეო უწყება - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის შესახებ ცრუ ნარატივები და შეცვალოს მიმდინარე პოლიტიკური კურსი
დონალდ ტრამპი - ცხოველი, რომელმაც ასე ძალადობრივად მოკლა ახალგზარდა უკრაინელი ქალი, სწრაფად უნდა გაასამართლონ და მხოლოდ სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ

გერმანიის საგარეო უწყება - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის შესახებ ცრუ ნარატივები და შეცვალოს მიმდინარე პოლიტიკური კურსი

10.09.2025 ნახვები: 210

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „კატეგორიულად უარყოფს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ“.

„გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, – აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა