თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
დონალდ ტუსკი - ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა - პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსული დრონებით პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა ვიხილეთ
ალეკო ელისაშვილი - ვაკეში სპორტის აკადემია არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის გამო
პეტერ ფიშერი - გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას, ეს საჯაროდ განვაცხადე და საპირისპიროს მტკიცება არასწორია
ანდრეი სიბიგა - პუტინი ესკალაციასა და დასავლეთის გამოცდას აგრძელებს
War update: 200 clashes on frontline in past 24 hours, most battles in Pokrovsk, Novopavlivka sectors

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!

10.09.2025 ნახვები: 218

 

რეგიონის მთავარი მოვლენა შემოქმედებით ინდუსტრიაში, Ad Black Sea ფესტივალი, ხვალიდან იწყება და საკომუნიკაციო ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი.

11-13 სექტემბერს,  ტრადიციულად ბათუმში, ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. ორგანიზატორები ჯამში 1400-მდე ქართველ და უცხოელ დელეგატს ელიან. წინა წლების მსგავსად, წელსაც თიბისის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო სესია გაიმართება. მათ შორის იქნება შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის - Let’s Lightbubl-ის დამფუძნებელი Tim Leake-ის გამოსვლა კოლაბორაციის თემაზე და ვორქშოფი სწრაფი იდეების გენერირებაზე.

 AD BLACK SEA  ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

სხვადასხვა ქვეყნიდან შემოქმედებითი პროდუქტები 13 ნომინაციაში იქნება წარდგენილი (ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია და სხვა), რომლებსაც 20 ქვეყნიდან მოწვეული 28 ჟიურის წევრო შეაფასებს და მათგან საუკეთესოებს გამოავლენს.

წლევანდელ ფესტივალზე, თიბისის გასული წლის რამდენიმე კამპანია და აქტივაცია ფესტივალის მოკლე სიაშიც მოხვდა:

  • POWER TO THE PEOPLE | Playmakers Agency - შემოქმედებითი სტრატეგია
  • Stubborn Nation | Playmakers Agency - შემოქმედებითი სტრატეგია
  • Selfie Registration | TBC - დიზაინი & ბრენდინგი
  • Selfie Registration | TBC – ბრენდის გამოცდილება & აქტივაცია
  • POWER TO THE PEOPLE | Playmakers - მედია (ციფრული, მობილური და სოციალური პლატფორმების გამოყენება)
  • POWER TO THE PEOPLE | Playmakers - მედია (პირდაპირი კომუნიკაცია)
  • Streets Will Never Forget | TBC - სარეკლამო კამპანია.

 

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეცხრე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

წელს, უკვე მესამედ, AD BLACK SEA-ზე თიბისი წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას დააჯილდოებს. ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

თიბისი, როგორც ბრენდის ღირებულებები, განვითარებაზეა ორიენტირებული და ასეთი ღონისძიებები, შემოქმედებით თვალსაწიერს აფართოებს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს მოტივაციას, მიიღონ ახლი ცოდნა, გამოცდილება და დაარწმუნოს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა