ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსული დრონებით პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა ვიხილეთ
ალეკო ელისაშვილი - ვაკეში სპორტის აკადემია არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის გამო
პეტერ ფიშერი - გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას, ეს საჯაროდ განვაცხადე და საპირისპიროს მტკიცება არასწორია
ანდრეი სიბიგა - პუტინი ესკალაციასა და დასავლეთის გამოცდას აგრძელებს
War update: 200 clashes on frontline in past 24 hours, most battles in Pokrovsk, Novopavlivka sectors
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 990 over past day
Tusk: Poland acts against drone threats crossing its borders
Qatar vows retaliation against Israel over strike on Hamas leaders in Doha

ანდრეი სიბიგა - პუტინი ესკალაციასა და დასავლეთის გამოცდას აგრძელებს

10.09.2025 ნახვები: 202

პუტინი ესკალაციასა და დასავლეთის გამოცდას აგრძელებს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.

„უკრაინაზე მასიური თავდასხმის დროს რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა აჩვენებს, რომ პუტინის დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ის ძველი დანაშაულებისთვის სათანადოდ არ დასჯილა. რაც უფრო დიდხანს არ მიიღებს საპასუხო ძალას, მით უფრო აგრესიული გახდება“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, „სუსტი საპასუხო რეაქცია რუსეთს კიდევ უფრო წაახალისებს და რუსული რაკეტები და დრონები ევროპის სიღრმეში შეფრინდება“.

„აღნიშნული სიტუაცია აჩვენებს, რომ აუცილებელია მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მეზობელი ქვეყნების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გამოყენება ნატო-ს საზღვრებთან ახლოს და უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონების გასანეიტრალებლად მოხდება“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა