თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
დონალდ ტუსკი - ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა - პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსული დრონებით პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა ვიხილეთ
ალეკო ელისაშვილი - ვაკეში სპორტის აკადემია არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის გამო
პეტერ ფიშერი - გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას, ეს საჯაროდ განვაცხადე და საპირისპიროს მტკიცება არასწორია
ანდრეი სიბიგა - პუტინი ესკალაციასა და დასავლეთის გამოცდას აგრძელებს
War update: 200 clashes on frontline in past 24 hours, most battles in Pokrovsk, Novopavlivka sectors

აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში დღეს საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება სახელწოდებით - „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“

10.09.2025 ნახვები: 202

ჰელსინკის კომისია დღეს საქართველოს შესახებ მოსმენას გამართავს სახელწოდებით - „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

„საქართველო ერთ დროს აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დაიჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც არალეგიტიმურად ფართოდ იქნა აღიარებული. ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, „მოსმენაზე საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახვევის გლობალურ შედეგებს განიხილავენ“.

„ასევე, მოწმეები განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკურ ვარიანტებს, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებას, ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც დამოუკიდებლობისა და აშშ-თან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს,

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინათინ ხიდაშელს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის მოუსმენენ.

მოსმენა დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა