ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ორივე მხარეს არიან ნაცემები, შეუძლიათ მიმართონ საგამოძიებოს - გოგა მემანიშვილი
აცქიის მონაწილეებს "ქართული ოცნების"წევრები, კახა კალაძის საარჩევნო შტაბიდან, ბოთლებს ესვრიან
ფრიდრიხ მერცი - ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება
ლევან ხაბეიშვილი - ბოლო რამდენიმე დღე დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე
ანტონიო კოშტა - უმკაცრესად ვგმობ აღმოსავლეთ იერუსალიმში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება

ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

08.09.2025 ნახვები: 216

სოფელ არალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი დაიღუპა. გარდაცვლილი 15 წლის ბიჭი საფეხბურთო გუნდის, "ზარზმის აკადემიის" წევრი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

ავარია, დღეს, 8 სექტემბერს მოხდა. არლის გადასახვევთან ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა. ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.

10-მდე ბავშვი შემოიყვანეს. ერთს, 15 წლისას სასიცოცხლო მაჩვენებლები არ ჰქონდა, CPR -ს ვუკეთებდით, გარდაცვლილი იყო. დანარჩენ ბავშვებს არცერთს არაფერი არ სჭირს," - განუცხადა "სამხრეთის კარიბჭეს" ახალციხის, რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, ვახტანგ შალამბერიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის უცნობია აღნიშნული მუხლის რომელი ნაწილით. 

ტვ პირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა