თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება
9 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე, კვლავ დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
ლევან ბეჟაშვილი - დიქტატორული რეჟიმი უნდა დასრულდეს და ხალხმა ძალაუფლება საკუთარ ხელში უნდა აიღოს
თიბისის მხარდაჭერით გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას მართავს
Defense forces liberate 58 square kilometers of territory in August, says CinC Syrskyi
Air defense forces destroyed 112 out of 142 Russian drones
General Staff: 156 combat clashes on front lines in past day, Pokrovsk sector remains hottest
Ukrainian forces take full control of Zarichne in Donetsk region

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება

08.09.2025 ნახვები: 217

 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, სასტუმრო ტელეგრაფში, Tatuza Jazz Club იხსნება, რომელიც ლეგენდარული ბასისტის, თამაზ ყურაშვილის - თათუზას სახელს და მემკვიდრეობას ატარებს.

გახსნის საღამოს 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, სცენას მსოფლიო ჯაზის სამი დიდოსტატი - სტენლი კლარკი, ბექა გოჩიაშვილი და დენის ჩემბერსი დაიკავებენ.

ბილეთების შეძენა უკვე შასაძლებელია ბმულზე. თიბისი WM ვიზა ბარათით შეძენისას ბილეთზე მოქმედებს 20% ფასდაკლება, ხოლო თიბისი კონცეპტ ვიზა ბარათით შეძენისას კი მოქმედებს 15 % ფასდაკლება.

საქართველოში ჯაზი ყოველთვის სცდებოდა აკადემიურ საზღვრებს — ის იყო სულიერი ენა, იმპროვიზაციის პლატფორმა, თავისუფლების ხმა. საბჭოთა წლებშიც კი, როცა კონტროლი ყველაფერ განსხვავებულს ახშობდა, ჯაზი რჩებოდა წინააღმდეგობის სიმბოლოდ, სინათლესავით მღელვარედ გაჟღერებულ იმპულსად სიბნელეში.

ამ ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია თამაზ ყურაშვილს — უნიკალურ შემსრულებელს, მასწავლებელს და მოტივატორს, რომელმაც ათეულობით მუსიკოსის გზა განსაზღვრა. თათუზა გახდა ქართული ჯაზის მამა-დამფუძნებელი.

კლუბის კონცეფციაზე იმუყშავა ლეგენდარულმა ფრანგმა არქიტექტორმა და აკუსტიკოსმა Xavier Fabre-მა, რომელმაც შექმნა სივრცე განსაკუთრებული აკუსტიკისთვის საჭირო იშვიათი მასალებით. ინტერიერის დიზაინი ქართველმა დიზაინერმა ქეთუნა ყრუაშვილმა გააფორმა — იმპროვიზაციისა და კონცენტრირებული მოსმენის ატმოსფეროზე მორგებული სივრცე. კლუბის აუდიო სისტემაზე კი მსოფლიოში წამყვანმა ტექნოლოგიურმა ბრენდებმა — L-Acoustics და Meyer Sound (აშშ) იმუშავა.

Tatuza Jazz Club ითანამშრომლებს ცნობილ კულტურულ ორგანიზაციებთან და პრომოუტერებთან:

  • Eastern Promotions — ცნობილი ქართული კომპანია რომელიც მრავალი წელია ქართული ჯაზ ფესტივალის უკან დგას
  • Joel Chriss — ამერიკელი აგენტი და საერთაშორისო ჯაზ სცენის გავლენიანი ფიგურა
  • ლაშა გოჩიაშვილი — ახალგაზრდა ქართველი პრომოუტერი, რომელიც კლუბის პროგრამულ და არტისტულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

მათთან ერთად, კლუბი უმასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ ჯაზ არტისტებს და თბილისში ახალ მუსიკალურ ეპოქას დაიწყებს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა