მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილ აცქიის მონაწილეებს "ქართული ოცნების"წევრები, კახა კალაძის საარჩევნო შტაბიდან, ბოთლებს ესვრიან.
მათ წინ პოლიცია დგას და მოქალაქეებს შტაბთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ თავს. დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო და ხელჩართულ ცხუბში გადაიზარდა.
პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ მივიდა მიუხედავად იმისა, რომ აქცია წინასწარ იყო დაანონსებული.
პოლიციას ამ დრომდე, არავინ დაუკავებია.
ტვ პირველი