ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ორივე მხარეს არიან ნაცემები, შეუძლიათ მიმართონ საგამოძიებოს - გოგა მემანიშვილი
აცქიის მონაწილეებს "ქართული ოცნების"წევრები, კახა კალაძის საარჩევნო შტაბიდან, ბოთლებს ესვრიან
ფრიდრიხ მერცი - ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება
ლევან ხაბეიშვილი - ბოლო რამდენიმე დღე დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე
ანტონიო კოშტა - უმკაცრესად ვგმობ აღმოსავლეთ იერუსალიმში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება

დონალდ ტრამპი პუტინით უკმაყოფილოა და სანქციების გამკარებისთის მზად არის

08.09.2025 ნახვები: 214

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფით შეფასებას აძლევს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გეგმავს პირდაპირ საუბარს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან. ამის შესახებ CNN წერს.

"არ ვარ აღფრთოვანებული იმით, რაც იქ ხდება. მჯერა, რომ ამას მოვაგვარებთ. მაგრამ მე მათით უკმაყოფილო ვარ. უკმაყოფილო ვარ ყველაფრით, რაც ამ ომთან არის დაკავშირებული, – განაცხადა ტრამპმა 7 სექტემბერს, რუსეთის მასირებულ დაბომბვაზე კომენტარისას", - აცხადებს ტრამპი. 

პრეზიდენტის თქმით, პუტინთან საუბარი "ძალიან მალე" შედგება - მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ტრამპმა ასევე დააანონსა, რომ კვირის დასაწყისში თეთრ სახლში მივლენ რამდენიმე ევროპელი ლიდერი, რომელთანაც ის განიხილავს ომის მიმდინარეობას უკრაინაში და აშშ-ის მომავალ პოზიციას.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების "მეორე ეტაპზე" გადავიდეს. ამის შესახებ Reuters წერს.

ჟურნალისტების კითხვაზე, მზად არის თუ არა, გაამკაცროს სანქციები რუსეთის მიმართ და გადადგას ნაბიჯი "მეორე ეტაპის" შეზღუდვებისკენ, ტრამპმა უპასუხა: "დიახ, მზად ვარ!"

შეგახსენებთ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესანტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩაერთონ ევროპელი პარტნიორებიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა