ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ორივე მხარეს არიან ნაცემები, შეუძლიათ მიმართონ საგამოძიებოს - გოგა მემანიშვილი
აცქიის მონაწილეებს "ქართული ოცნების"წევრები, კახა კალაძის საარჩევნო შტაბიდან, ბოთლებს ესვრიან
ფრიდრიხ მერცი - ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება
ლევან ხაბეიშვილი - ბოლო რამდენიმე დღე დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე
ანტონიო კოშტა - უმკაცრესად ვგმობ აღმოსავლეთ იერუსალიმში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება

აშშ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის წესს ამკაცრებს

08.09.2025 ნახვები: 221

აშშ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის წესს ამკაცრებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არასაიმიგრაციო, მათ შორის, ტურისტული ვიზების მიღების მსურველებს დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ იმ ქვეყნებში შეეძლებათ, რომლის მოქალაქეებიც არიან ან ამ ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ.

ამასთან, 17 ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც აშშ-ის ვიზების გაცემა შეჩერებულია, დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ კონკრეტულ საელჩოებსა და საკონსულოებში შეეძლებათ. მაგალითისთვის, რუსეთის მოქალაქეებს ვიზების მიღების უფლება მხოლოდ ასტანასა და ვარშავაში მდებარე აშშ-ის საელჩოებში ექნებათ, ბელარუსის მოქალაქეებმა ვარშავაში ან ვილნიუსში მდებარე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს უნდა მიმართონ, ხოლო უკრაინელებმა დოკუმენტები კრაკოვსა და ვარშავაში უნდა წარადგინონ.

ამ დრომდე აშშ-ის ტურისტული ვიზის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში იყო შესაძლებელი. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ უკვე დანიშნული გასაუბრებები არ გაუქმდება.

ახალი წესები არ გავრცელდება A, G, C-2, C-3, ნატო-ს ვიზებსა და დიპლომატიურ ან სამსახურებრივ ნებისმიერი ტიპის ვიზაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, იყოს დაშვებული გამონაკლისი ჰუმანიტარული, სამედიცინო ან საგარეო პოლიტიკური საკითხების გათვალისწინებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა