ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ორივე მხარეს არიან ნაცემები, შეუძლიათ მიმართონ საგამოძიებოს - გოგა მემანიშვილი
აცქიის მონაწილეებს "ქართული ოცნების"წევრები, კახა კალაძის საარჩევნო შტაბიდან, ბოთლებს ესვრიან
ფრიდრიხ მერცი - ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება
ლევან ხაბეიშვილი - ბოლო რამდენიმე დღე დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე
ანტონიო კოშტა - უმკაცრესად ვგმობ აღმოსავლეთ იერუსალიმში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება

„ჰამასის“ მოლაპარაკებების მზადყოფნის შესახებ აცხადებს

08.09.2025 ნახვები: 212

მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვიხილოთ ყველა ტყვის გათავისუფლება ომის დასრულების მკაფიო განცხადების, ღაზას სექტორიდან სრული გასვლისა და ღაზას სექტორის სამართავად დამოუკიდებელი პალესტინელების კომიტეტის შექმნის სანაცვლოდ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დაჯგუფება „ჰამასმა“ გაავრცელა.

„“ჰამასი“ მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერების ძალისხმევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ჰამასი“ ადასტურებს, რომ ამერიკული მხარისგან მიიღეს გარკვეული შეთავაზებები, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ჰამასს“ „ბოლო გაფრთხილებას“ უგზავნის იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მის მიერ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ომის დასრულების პირობების მიღებაზე უარის თქმას მოჰყვეს.

„ყველას სურს, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ. ყველას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს! ისრაელმა მიიღო ჩემი პირობები. დროა, “ჰამასმაც” მიიღოს. გავაფრთხილე “ჰამასი” უარის თქმის შედეგების შესახებ. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა, მეორე აღარ იქნება!“ - წერს ტრამპი Truth Social-ში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა