თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს
ახალი შესაძლებლობა წალენჯიხელებისთვის - არტმეურნეობის მულტიკულტურულ ცენტრში სახვითი ხელოვნების სკოლა და სამუზეუმო სივრცე გაიხსნა
ანტონიო კოშტა - უნდა გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა და ზეწოლა რუსეთზე დამატებითი სანქციებით
ემანუელ მაკრონი - რუსეთი სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - კრემლი კვლად დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და კლავს ადამიანებს
მამუკა ხაზარაძე - ჟურნალისტების სტანდარტი არის ასაწევი
„ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა
ეს არის ბიძინას მემკვიდრეობა, რომელიც მიზნად ისახავს, რუსულმა პროპაგანდამ გაიმარჯვოს და წააგოს ქართულმა ეროვნულმა ინტერესმა - გრიგოლ გეგელია

ანტონიო კოშტა - უნდა გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა და ზეწოლა რუსეთზე დამატებითი სანქციებით

07.09.2025 ნახვები: 186

მშვიდობაზე საუბარი დაბომბვების ესკალაციის და სამთავრობო შენობებისა და სახლების მიზანში ამოღების პარალელურად - ეს „მშვიდობის“ პუტინისეული ვერსიაა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ომი რუსეთმა დაიწყო და ის ირჩევს მის გაგრძელებას.

„უნდა გავაგრძელოთ არეული კურსი: გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვა და გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე დამატებითი სანქციების მეშვეობით, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. ჩემი ფიქრები დაღუპულებთან, დაშავებულებთან და მათ ოჯახებთანაა. უკრაინელი ხალხის ძალა და გამძლეობა კვლავაც ყველას შთაგვაგონებს“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა