თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს კუპრაძე, ვაკის ტრადიციული უბნების მაჟორიტარ კანდიდატთან, ვახტანგ სურგულაძესთან ერთან, წყნეთის მოსახლეობას შეხვდა.
ირაკლი კუპრაძემ პირადად მოისმინა მოქალაქეების პრობლემები, რომლის მოგვარებაც მერად არჩევის შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი იქნება.
მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა რომ მთავარი საკითხი, რაც ადგილობრივებს აწუხებს, დასაქმება და პენსიონერების ხელშეწყობაა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი კუპრაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ყველა უბანში გეგმავს მისვლას.