პუტინის ნდობა არ შეიძლება, რომ დაიცავს რაიმე პირობას ან ვალდებულებას, მოსკოვის წინააღმდეგ შემდეგი სასანქციო პაკეტი მომდევნო თვეში უნდა იყოს მზად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დღევანდელ ონლაინ სამიტზე ევროკავშირის ლიდერების ერთიანობა ხელშესახები იყო. ყველა მყარი მშვიდობის ერთგულია, რომელიც იცავს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხოების ინტერესებს.
პუტინის ნდობა არ შეიძლება, რომ დაიცავს რაიმე პირობას ან ვალდებულებას. შესაბამისად, უსაფრთხოების გარანტიები საკმარისად ძლიერი და სანდო უნდა იყოს, რათა რუსეთი გადაჯგუფებისგან და ხელახლა დარტყმისგან შეაკავოს.
ევროკავშირი წვლილს შეიტანს ამ უსაფრთხოების გარანტიებში, განსაკუთრებით უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნითა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებით.
ევროკავშირი ასევე გააგრძელებს რუსეთის ომის ეკონომიკის მიზანში ამოღებას. მოსკოვის წინააღმდეგ შემდეგი სასანქციო პაკეტი მომდევნო თვეში უნდა იყოს მზად.
ეს თემები შემდეგ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების საუბრების დღის წესრიგის პრიორიტეტი გავხადე”, - წერს კალასი.