ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
კაია კალასი - პუტინის ნდობა არ შეიძლება
დონალდ ტრამპი - აშშ-მა უკრაინას, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, შესაძლოა, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს
მიხეილ სააკაშვილი - პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს
Bloomberg - დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილათ, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს
Zelensky, Costa discuss EU’s new sanctions package and negotiation clusters
Coalition of the Willing to hold consultations with US on security guarantees for Ukraine

დონალდ ტრამპი - აშშ-მა უკრაინას, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, შესაძლოა, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს

20.08.2025 ნახვები: 204

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის ჯარების უკრაინაში განლაგებას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას, შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს.

„როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, (ევროპელები) მზად არიან, ადგილზე ხალხი გაგზავნონ. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მათ სხვადასხვა რამით, განსაკუთრებით, ალბათ საჰაერო მხარდაჭერით“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის გადაცემა „Fox & Friends“-თან ინტერვიუში, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლივიტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მხრიდან საჰაერო მხარდაჭერა „ვარიანტი და შესაძლებლობაა“, თუმცა, ტრამპის მსგავსად, დეტალები არც მას დაუკონკრეტებია.

„პრეზიდენტმა ცალსახად განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები უკრაინაში ადგილზე არ განლაგდებიან, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავეხმაროთ კოორდინაციაში და შესაძლოა, ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს უსაფრთხოების გარანტიების სხვა საშუალებებიც მივაწოდოთ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა