ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
კაია კალასი - პუტინის ნდობა არ შეიძლება
დონალდ ტრამპი - აშშ-მა უკრაინას, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, შესაძლოა, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს
მიხეილ სააკაშვილი - პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს
Bloomberg - დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილათ, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს
Zelensky, Costa discuss EU’s new sanctions package and negotiation clusters
Coalition of the Willing to hold consultations with US on security guarantees for Ukraine

მიხეილ სააკაშვილი - პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს

20.08.2025 ნახვები: 224

ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკებები ჰგავდა ორი შეყვარებულის შეხვედრას - პუტინი დათანხმდა ზელენსკისთან შეხვედრას, სინამდვილეში მას სხვა გამოსავალიც არ აქვს - პუტინი ცდილობს, ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ფრონტზე რუსები არათუ წინ ვერ მიიწევენ, არამედ ახლა უკრაინაა შეტევაზე.

"პრეზიდენტ ზელენსკის ტრიუმფი ვაშინგტონში! ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკებები ჰგავდა ორი შეყვარებულის შეხვედრას. უპრეცედენტო შეხვედრაზე მთავარი თემა იყო უკრაინისთვის ამერიკის და ევროპის სამხედრო თავდაცვის გარანტიების მიცემა, რაზეც ტრამპი და ევროპელები შეთანხმდნენ და ეს ნიშნავს ნატო-ს სამოკავშირეო ხელშეკრულების მე-5 პუნქტის ტიპის დაცვის მოპოვებას.

პუტინი დათანხმდა ზელენსკისთან შეხვედრას, სინამდვილეში მას სხვა გამოსავალიც არ აქვს, ვინაიდან რუსეთის ბიუჯეტში ისტორიაში ყველაზე დიდი დეფიციტია. ფრონტზე რუსები არათუ წინ ვერ მიიწევენ, არამედ ახლა უკრაინაა შეტევაზე. უბრალოდ, პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს.

თუმცა, ეს ყველა შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ყველაზე დიდი მარცხია, რასაც აუცილებლად მოჰყვება დიდი ცვლილებები ჩვენთან რეგიონშიც",-წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა