კირ სტარმერი - უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება
ფრიდრიხ მერცი - ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
Zelensky to Trump: We want to stop the war and are ready for a trilateral meeting
Trump says Russia-Ukraine war must end
Zelensky thanks Trump for efforts to end war
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია
მამუკა ხაზარაძე - მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით, ციხეში ვართ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა ციხიდან, რომელშიც 13 წელია არიან

ფრიდრიხ მერცი - ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

18.08.2025 ნახვები: 216

ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, - აღნიშნა მერცმა და დასძინა, რომ ის ძალაში უნდა შევიდეს სამმხრივ შეხვედრამდე, რომლის დანიშვნასაც დონალდ ტრამპი ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის იმედოვნებს.

მერცი დასძენს, რომ „ვერ წარმოუდგენია“, რომ სამმხრივი შეხვედრა „ცეცხლის შეწყვეტის გარეშე“ გაიმართება.

„მოდით, ამაზე ვიმუშაოთ და ვეცადოთ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ“ - განაცხადა მერცმა.

მერცის განცხადებას უპასუხა ტრამპმა: „ვნახოთ, როგორ გამოვა ეს და შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას“, თუმცა, ასევე ტრამპმა აღნიშნა, ექვსი ომი, რომელთა მოგვარებაც, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის გარეშე დასრულდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა